შსს-მ 229 აბი “სუბუტექსი” ამოიღო – დაკავებული 2 პირია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 60 აბი „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, თბილისში პოლიციამ 1987 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომლის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 169 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.