შუახევის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანი ბიჭი სამართალდამცველებმა იპოვეს. ბიჭი ბათუმში იპოვეს.
მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში არასრულწლოვანი ბიჭი გუშინ გაუჩინარდა.