რუსთავში ძლიერმა ქარმა გარე განათების ბოძები დააზიანა. დაზიანებულია მეგობრობის გამზირზე არსებული ერთ-ერთი გარე განათების ბოძი. დაცემის შედეგად დაზიანებულია გარე განათების ბოძის ნათურებიც.
როგორც რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე “ქრონიკას” განუცხადეს ,ამ დრომდე მოსახლეობისგან შეტყობინებები ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება.