რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. საქმეში მოსარჩელე მხარეს , რჩეულიშვილის 7 ნომერში არსებული ამხანაგობა “იმედი”წარმოდგენს. დღევანდელ სხდომას მხოლოდ ამხანაგობის უფლებადამცველი ნიკოლოზ გრიგალაშვილი ესწრებოდა. დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებით გამწესრიგებელი სხდომა იყო ჩანიშნული, რადგან მოპასუხე მხარედ მითთებული იყო იუსტიციის სამინისტრო, ციხის მშენებლობას კი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება , სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს . მოსარჩელე მხარის უფლებადამცველის განცხადებით, დაზუსტდება სარჩელში მოპასუხე მხარე რის შემდეგაც გაგრძელდება არსებული საქმის განხილვა. ნიკოლოზ გრიგალშვილი ამბობს რომ ამხანაგობის მოთხოვნაა , აიკრძალოს ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობა.