ხანძარი სოფელ ბაკურციხეში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ხანძარია , არსებული ინფორმაციიტ ვენახები იწვის
. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

ცეცხლი სავარაუდოდ, 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.