“ჯეოსთილის “ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს(+ფოტო)

“აქ ვცხოვრობთ” – ამ სახელწოდებით “ჯეოსთილის “ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. 
აქციის მონაწილეები ქარხნების მხრიდან ჰაერის დაბინძურებასა და გარემოზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ.

აღნიშნული აქცია სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის “გავიგუდეს “ორგანიზებით მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობაც იღებს. აქციას ასევე შეუერთდა, საინიციატივო ჯგუფი “რუსთავის სადარაჯოზე”.

აქტივისტებმა სპეციალურად შექმნილ მაკეტზე ის მოთხოვნები დაწერეს, რომელსაც ისინი ქარხნებს უყენებენ. 
მათი მთავარი მოთხოვნაა შემცირდეს გამონაბოლქვი და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს სუფთა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება. 

ორგანიზატორები მზგავს აქციებს მომავალშიც აანონსებენ.