,,გაიცანი შენი რეგიონი“ ამ სახელწოდებით სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით სამ დღიან ტურებს მოაწყობს.
პროექტის ფარგლებში სამ დღიანი ტურები 11 ნაკადად მოეწყობა, თითო ნაკადში 25 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. აპლიკაციის შევსება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 17-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად მოხდება -აპლიკაციის მეშვეობით აპლიკანტები გასაუბრების ეტაპზე გადასაყვანად შეირჩევიან, გასაუბრების ეტაპზე კომისიის მიერ შერჩეული 175 მონაწილე პროექტში მოხვდება. მსურველებს აპლიკაციის წარმოდგენა 9 აგვისტოს 18:00 სთ -მდე შეუძლიათ.
50 მონაწილე შეირჩევა – ააიპ “ქალაქი რუსთავის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” მიერ 2019 წლის განმავლობაში ორგანიზებული პროექტების აქტიური მონაწილეებიდან, 50 ადგილი განკუთვნილია სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
ნებისმიერმა მონაწილემ აუცილებლად უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.
არასრულწლოვანის შემთხვევაში აუცილებელია მშობლის ან პასუხისმგებელი პირის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ლაშქრობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ სამი დღის განრიგს :
პირველი დღე
07:00 08:30 რუსთავი ფოლადაური
09:00 09:30 დაბინავება
09:30 10:15 საუზმე
10:30 11:00 ლაშქრობის განრიგის გაცნობა
11:00 11:30 ფოლადაური დმანისი
12:00 13:45 ნაქალაქარის დათვალიერება, მუზეუმში ვიზიტი
14:00 15:00 დმაინისი ფოლადაური
15:00 15:15 დასვენება
15:20 16:00 სადილი
16:10 17:45 ფოლადაური ბოლნისის სიონი
18:20 19:20 ბოლნისის სიონი სამშვილდე
20:00 20:50 სამშვილდე ფოლადაური
21:00 22:00 ვახშამი
22:00 23:30 თავისუფლი დრო
23:30 ძილი
მეორე დღე
09:00 ადგომა
09:30 10:00 ენერჯაიზერი
10:00 11:00 საუზმე
11:00 12:30 თავისუფალი დრო
12:30 14:30 თამაშების ორგანიზება
14:30 15:00 თავისუფალი დრო
15:00 16:00 სადილი
16:00 16:30 თავისუფალი დრო
16:30 19:30 ტრენინგი/ვორქშოფი
20:00 21:00 ვახშამი
21:00 21:30 თავისუფალი დრო
21:30 23:00 ფილმის ჩვენება
23:00 23:30 თავისუფალი დრო
23:30 ძილი
მესამე დღე
09:30 ადგომა
10:00 11:00 საუზმე
11:00 12:00 შეჯამება
13:00 14:30 ფოლადაური რუსთავი
სამი დღის განმავლობაში ჯგუფის უსაფრთხოებაზე იზრუნებს ჯგუფის ლიდერი და ლიდერის ორი თანაშემწე.
ჯგუფთან ერთად მუდმივად იქნება ექთანი
ყოველდღე მოხდება საბანაკე პერიმეტრის დასუფთავება
ჯგუფის განკარგულებაში იქნება 2 საშხაპე და 4 სველი წერტილი
ჯგუფთან ერთად ასევე იქნება ააიპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი”
განთავსება მოხდება კარვებში
კვება:
საუზმე
წვენი კონცენტრირებული კონსერვანტების გარეშე, ქართული წარმოების.
ჯემი ქართული წარმოების
ხაჭოს ორცხობილა
ჩაი
შაქარი ნატეხი ინდივიდუალურ შეფუთვაში
ყველი ქართული წარმოების ნატურალური რძისგან
პური თეთრი დაჭრილი
კარაქი ნაღების ცხიმი
კვერცხი მოხარშული
შაშხი ღორის
ყავა ხსნადი
ბანანი
ვაშლი
სადილი
პური თეთრი დაჭრილი არანაკლებ
პომიდორი
კიტრი
ხაჭაპური
ლობიანი
კატლეტი
გარნირი (წიწიბურა, პიურე, ვერმიშელი)
პომიდვრის კეტჩუპი
სეზონური ხილის კომპოტი
ბანანი
ვაშლი
ვახშამი 1
შემწვარი ქათმის მკერდი
გარნირი (წიწიბურა, პიურე, ვერმიშელი)
პომიდორი
კიტრი
ლიმონათი ქართული წარმოების
პური
კეტჩუპი ან ტყემალი ქართული წარმოების
მაწვნის წვნიანი
ვახშამი 2
მწვადი
სალათი
ლიმონათი ქართული წარმოების
პური
კეტჩუპი ან ტყემალი ქართული წარმოების
ხაჭაპური
ლობიანი









