გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 10:30-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, კუმისი, ინსტიტუტის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 18:30 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს სამშვილდე, დაღეთი, აბელიანი. 13:10-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს თეთრწყაროში ფარნავაზის, 9 აპრილის, რუსთაველის, კოსტავას, თამარ მეფის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.