გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა

გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე გერმანიის ციხიდან გაიქცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გერმანიაში, ქალაქ მენინგემის ციხიდან 4 აგვისტოს ორი პატიმარი გაიქცა.
გაქცეულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე 37 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქე 36 წლის მამკაცი.

მედიის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. პროცესში ვერტმფრენებიც არის ჩართული. პოლიცია საგანგებო მუშაობის რეჟიმში იმყოფება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გერმანიის პოლიციამ გაქცეული პატიმრების ფოტო გამოაქვეყნა.