საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, იმ დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ შეიჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს მიიღებენ.
განცხადება მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ბოლო დროს საეჭვოდ გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებითა და ხელშეწყობითაც დევნილთა გარკვეული ჯგუფები იჭრებიან კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში.
სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციულ მოწოდებებს და არ შეიჭრან კერძო ობიექტებში.