გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, 24 აგვისტოს იხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მიიღო.
„გადაწყვეტილებას პროფესიონალ მონადირეთა უმრავლესობაც დაეთანხმა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.