“ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 სექტემბერს 07:00-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, მწყნეთი, მუხრანა, სავანეთი, ხატისოფელი.

2 სექტემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლებში ალგეთი, საბირკენდი, აზიზკენდი, ოფრეთი, დურნუკი, ქოთეში, მარაბდა, დიდი დურნუკი. 13:00-დან 14:00 საათამდე – სოფლებს კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი და მიმდებარე სოფლებს.

2 სექტემბერს 15:00-დან 19:00 საათამდე – სოფლებს წინუბანი, კინოსტუდია, მარტყოფი, დიდი ლილო, ბროწეულა, ნასაგური, ლოჭინი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.