ქურდობის ფაქტზე ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალქ უესკაში მოხდა. პოლიციას საეჭვო გარეგნობის მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა.
მამაკაცი მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, ნივთები ,რომლითაც ის გასაქურდ ბინებს ნიშნავდა , ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს 34 წლის მოქალაქე, ბარსელონაში ბინის გაქურდვის ბრალდებით რამდენჯერმეა ნასამართლევი,მას ბრალი სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ბინების გაქურდვისთვის წაუყენეს.