თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.