შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
ამით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.
სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.