მე-8 საჯარო სკოლაში ვანდალიზმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ღობის დაზიანების ფაქტზე საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, მე-8 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ ღობის დაზიანების ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სკოლაში აცხადებდნენ,რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში,მოსახლეობა ღობეს ინტენსიურად აზიანებდა. სკოლას ღობე წლების განმავლობაში არ ჰქონდა , რის გამოც სრულად არ იყო დაცული მოსწავლეების უსაფრთხოება. ადგილობრივი ხელისუფლებისგან გამოყოფილი თანხებით, სამი კვირაა სკოლის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.









