მონიტორინგის ჯგუფმა 9 სამშენებლო კომპანიას სამუშაო პროცესი შეუჩერა

სამშენებლო კომპანიების უპასუხისმგებლობას შეწირული არაერთი მუშის სიცოცხლე, კუსტარული ხარაჩოები და რეალური რისკების შეუფასებლობა – 2019 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩთვლით 29 ობიექტი შემოწმდა , მათგან 9-ს სამუშო პროცესი შეუჩერდა.

29-ვე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა, ხოლო 14 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 310 000 ლარის ოდენობით.

ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს ჯამში 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 117 ობიექტი. ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.