ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.









