თბილისში, პეკინის გამზირზე უცნობი ქალი მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თვითმხილველებმა შეატყობინეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ქალმა ბასრი საგნით ბავშვს დაზიანებები მიაყენა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.
ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარების ჯგუფს მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყავს.
ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს .