პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა 117 მილიარდი დოლარით იზარალეს

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა, 117 მილიარდი დოლარით იზარალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს . ჯამში, ამ ოდენობის თანხა 500-მა ბიზნესმენმა დაკარგა.

კონკრეტულად, ‘ამაზონის’ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 3.4 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა, კომპანია Louis Vuitton Moеt Hennessy-ის პრეზიდენტის ბერნარ არნოს ზარალმა 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, „ფეისბუქის“ დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ზარალი 2.8 მილიარდია. ბილ გეითსის ზარალმა 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

უცხოური მედია ბაზრებზე მომხდარს აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუარესებას უკავშირებს.