რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში თანხის გადაცვლის შემდეგ მისი დაბრუნება

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა – თანხის დაბრუნებისას ტრანზაქციის მოცულობაზე ლიმიტი დაწესდა.

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა მომხმარებლების მხრიდან სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლიდან 30 წუთის განმავლობაში თანხის სრულად დაბრუნება შეეძლო(2019 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა წესი) , ახალი ცვლილებების მიხედვით კი თანხაზე ლიმიტი დაწესდა.

„ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაში შევიდა.