რუსთაველ ახალგაზრდას დახმარება სჭირდება

რუსთაველ ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
24 წლის რუსთაველი მარიამ ლაბაძე, რამდენიმე დღის წინ ,თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. საქართველოში 2 თვიანი უშედეგო მკურნალობის გამო, ახალგაზრდა გოგოს გადაყვანა თურქეთის კლინიკაში გახდა საჭირო.
მარიამს სეფსისი აქვს განვითარებული, თირკმელების უკმარისობა და ფილტვებში წყალი.ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება.ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მეგობრების თქმით, ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა. 24 წლის მარიამ ლაბაძეს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. დახმარების სურვილის შემთხვევაში,თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

საბანკო ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი GE47BG0000000101097147
თიბისი ბანკი GE35TB7598645061100102
მიმღები : ალიკო შუბითიძე