რუსთავ-თბილისს შორის სამგზავრო ტარიფი ,შესაძლოა, 90 თეთრით განისაზღვროს

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მერიის მიერ გამოსაცხადებელი კონკურსისთვის კონკურსის ლოტის დამტკიცების შესახებ მსჯელობენ.

საკონკურსო პირობების თანახმად ავტობუსების მგზავრთა რაოდენობა 35 ადამიანზე ნაკლები არ უნდა იყოს. რაც შეეხება ფასს, ფასის 90-დან 1.20-მდე მერყეობის შემთხვევაში , უპირატესობა 90 თეთრის შემომთავაზებელ  კომპანიას მიენიჭება.

ასევე, პრეტენდენტთა თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობით ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტობუსები ისარგებლებენ. კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა რუსთავიდან ავტობუსების გასვლის ლოკაციებმა გამოიწვია, განიხილეს 3 ადგილი, გმირთა მოედანი, რუსთავის გასასვლელი და რკინიგზის სადგური. შეუთანხმებლობის გამო ,კომისიის წევრებმა საკითხის ბიუროზე გატანა გადადეს და მხარი არ დაუჭირეს