გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის დღეს, 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
ცენტრი აბიტურიენტებს პროგრამის არჩევისას მნიშვნელოვან დეტალებს ახსენებს:
• აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
• რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
• საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
• უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი;
• საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური;
• საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;
• გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.