საზარელი მკვლელობა გურჯაანში-მამაკაცის ცხედარი სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია, არ არის ნაპოვნი არც გარდავლილის ცხედარი.

მამაკაცი ბოლოს, მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ.

ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ მამაკაცი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს.

პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

ცხედარის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ იპოვეს.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: რეგ-ინფო