სამი წლის ბავშის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

სამი წლის ბავშვის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გასაჯაროვდა. არასრულწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ქალის, დედა აცხადებს, რომ მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული არ იცნობდა ოჯახს,რომელსაც თავს დაესხა. ვრცელდება ინფორმაცია,რომ დაკავებული მხატვარია და ოფიციალური სამსახური არ ჰქონდა.

მეზობლების ნაწილი აცხადებს, რომ ამ დრომდე დაკავებული 51 წლის ქალისგან, აგრესიული ქმედება არ დაუნახავთ. ნაწილი კი ამბობს,რომ ქალს მკურნალობა სჭირდებოდა ,მაგრამ მკურნალობის კურსს არ გადიოდა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენჯერმე იწვა.