ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა. გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს .
სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი, დაზიანდა რამდენიმე ხე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პრევენციის ს მიზნით ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რჩება.










