უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს

უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს, – ამის შესახე გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

„დაახლოებით 30 აგვისტომდე სინოპტიკური სიტუაცია საქართველოში ძირითადად არ იცვლება. ამინდი უმეტესად განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. შესაბამისად, ჰაერის მასების ცვალებადობიდან გამომდინარე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება განსხვავებული ტემპერატურა. სანაპირო რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 28-30 გრადუსამდე, იმერეთსა და სამეგრელოს ტერიტორიაზე დაბლობში კი, 30-32 გრადუსის ფარგლებში. ამასთან, ზოგიერთ მთიან რაიონში 35 გრადუსამდე დაცხება. მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის სვანეთის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, 33-35 გრადუსის ფარგლებში მერყეობდეს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება, 36-38 გრადუსს მიაღწიოს. სამხრეთ მაღალმთიან რაიონებში 30-32 გრადუსია მოსალოდნელი, ახალციხესა და ბორჯომში კი, 34-36 გრადუსი”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.