უცხოელმა სტუდენტებმა რუსთავში ვიზიტი შეაჯამეს .სამი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები “ერასმუს +”- ის პროგრამის ფარგლებში რუსთავში იმყოფებიან.
სტუდენტებმა ვიზიტის ფარგლებში რუსთავში ახალგაზრდების ჩართულობით მიმდინარე პროექტებზე, ქალაქის გამოწვევებსა და სტრატეგიაზე მიიღეს ინფორმაცია.შეხვედრაზე სტუდენტებმა რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად მიგრაციასა და ემიგრაციაზე ისაუბრეს . პროექტში მონაწილეობას 33 სტუდენტი იღებს , ახალგაზრდები რუსთავში 27 ივლისს ჩამოვიდნენ და 4 აგვისტოს გაემგზავრებიან .
ღონისძიება ბარ “თაობაში “ გაიმართა .












