ქართული მხარე არ წყვეტს რევანშისტული განცხადებების გაკეთებას, რითაც კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას-„სამხრეთ ოსეთის“ КГБ

საქართველოს მხარე არ წყვეტს თავისი რევანშისტული განცხადებების გაკეთებას და ამით კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, – ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული საქართველოს მხარის მოქმედებები ოსური სოფლის უისტას რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ – „სრული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მხარეს ეკისრება“.