ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში. მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. დაშავებული აგილზე გარდაიცვალა. tv4-ის ინფორმაციით, ქალი საავტომობილო გზაზე,მეუღლესთან ერთად გადადიოდა. დაშავებულია მამაკაცი, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა დღეს, გვიან ღამით მოხდა.