შიდა ქართლში, რაზმათის ხეობაში ხანძარია

შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძარია-ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები იმყოფებიან. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო .