შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტახნის წინ პეკინის გამზირზე მომხარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს- მათი ინფორმაციით, პეკინის გამზირზე გამვლელი ქალის მიერ დაჭრილი მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრუწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ
შეგახსენებთ, თვითმხილველების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა.