ადიგენის რაიონში სამი სახლი იწვის

ადიგენის რაიონის სოფელ ვალეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სოფელში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის .

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა და 30 მეხანძრე მუშაობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი კერძო სახლში გაჩნდა და შემდეგ მეზობლის ორ სახლზე გავრცელდა.