ავარია ქობულეთში- მძღოლი გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა

დღეს დილით, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.