ზუგდიდში, სოფელ რუხის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა.
მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა,განავხადა მამაკაცი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ავტოავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.









