ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დიღომში, კერძოდ აღმაშენებლის ხეივანზე. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულს საზიანება ხელის არეშია აღენიშნება, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.