ავტოსაგზაო შემთხვევა მეშვიდე მიკრორაიონში (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეშვიდე მიკრორაიოონში. ერთმანეთს ინტერტრანსის კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა , რომელიც სპეციალურმა სამსახურმა საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა. სამარშუტო ტაქსი მგზავრთა ჩამოსხმის მიზნით იყო გაჩერებული, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი მას უკნიდან დაეჯახა. თვითმხილვევლთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობის მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე დაბრუნდა. შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსიში 15-მდე მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან არცერთი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.