ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარლში . ერთმანეთს „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად „ფორდში“ მჯდომი ქალი ადგილზე გარდაიცვლა , 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, ერთი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.