ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. რესტორან ,,მარაბდასთან” სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა . როგორც ადგილიდან tv4-ის ჟურნალისტი იუწყება ,სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.