აივნის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქუთაისში ხარებავას ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით ასაკოვანი ქალი მესამე სართულის აივანზე იდგა, რა დროსაც აივანი ჩამოინგრა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.