ანაკლიაში, ფესტივალის ტერიტორიაზე ინტოქსიკაცია 20-მდე ახალგაზრდას აღენიშნებოდა

ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიიდან სამი ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს.

სამი ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს და სათანადო დახმარების შემდეგ სამივე უკვე გაეწერა. სამივე სხვადასხვა დროს შემოიყვანეს”,- აცხადებენ საავადმყოფოში.

პროექტ “მანდალას” ერთ-ერთი ორგანიზატორის თემო ხატიაშვილის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცის ნიშნები 20-მდე ახალგაზრდას აღენიშნებოდა, თუმცა აქედან მხოლოდ სამს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ” მანდალა” უკვე მეორე წელია ფესტივალის ტერიტორიაზე მუშაობს. ადგილზე ასევე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მუსიკალური ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 22 აგვისტოს გაიხსნა.