არასაკვები დანიშნულების პროდუქტი ქართულ ბაზარზე-რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა საღებავები?!

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში – „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ქართული წარმოების სურსათის პროდუქტების ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.

გამოცემა მომხმარებელი.ge წერს, რომ სურსათის 6 ნიმუშში საღებავები აღმოჩნდა, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა.

გამოცემა წერს, რომ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშების შეძენა მოხდა. ნიმუშები გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის შემცველობაზე შესამოწმებლად გაიგზავნა.

შემოწმებული სურსათის 42 სახეობაში საღებავის შემცვლელობა აღმოჩნდა:

ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს „გსქ კულა“(საქართველო); ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა(საქართველო); ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი (საქართველო); ეს აჯიკა, შპს „ეს“(საქართველო); ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo (ვიეტნამი); მშრალი აჯიკა, თეთნულდი (საქართველო);

გამოცემის ინფორმაციით, მითითებულ სურსათში არასაკვები საღებავები, უმეტესად, მცირე დოზითაა აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.