აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
1968 წელს დაბადებული ალექსანდრე კაპანაძე 2019 წლის 23 ივლისს დააკავეს, თუმცა ფაქტი გუშინ საღამოს გახდა ცნობილი.
ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.
საოკუპაციო რეჟიმის გალის სასამართლომ ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.