ახალსოფლის ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძრის ძირითადი კერების დამუშავება უკვე მოხდა.ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში სატყეო სამსახურიც ჩართულია და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობა.

„ამ ეტაპზე სამაშველო სამსახურთან ერთად მიმდინარეობს ხანძრის ძირითადი კერების ქრობის პროცესები. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს დანარჩენი კერების დამუშავება. ვფიქრობ, დღის ბოლომდე მოხდება სრულად ლოკალიზება”, – განაცხადა კახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მეტყევემ იოსებ ტურაშვილმა.