ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ქრობის პროცესში ავიცია არ ჩართულა. დაკვამლიანებამ იკლო და ცეცხლის ღია კერები აღარ არის. როგორც საგანგებო შტაბში განაცხადეს, 80-მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.
რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა შეიყვანეს. მეოთხე დღეა, რაც სოფელ ახალსოფლიდან 5 კილომეტრში ხანძარს ებრძვიან.