ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარია

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს რომ , ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო მანქანა და მეხანძრე-მაშველები. ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცნო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, შენობა სრულად ევაკუირებულია.