ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია. იგი სამუშაოდ ბაკურიანში, ერთ-ერთ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში მუშად მუშაობდა. მამაკაცი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, როცა ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.