ბახმაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბახმაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბახმაროს გზაზე მსუბუქი ავტომანქანა ამობრუნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.