2019-2020 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 3 199 310 წიგნი და რვეული შეიძინა.
საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ტრადიციულად, წელსაც დარიგდება. ხელშეკრულების თანახმად, სკოლებს სახელმძღვანელოები მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე მიეწოდებათ.
საგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლის ყველა მეშვიდე კლასელი მოსწავლე ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს მიირებს. მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო და კერძო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეებს „დედა ენის“ სახელმძღვანელოები გადაცემათ.